პროექტის შესახებ

InDesign Cookie თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ბლოგი, სადაც მასალები ძირითადად ინდიზაინის შესახებ განთავსდებოდა.

დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, IDC პროექტი გაფართოვდა და მოიცავს იმ პროგრამებსაც, რომელთა გამოყენებაც უწევს ინდიზაინის მომხმარებელს: გრაფიკული პროგრამები, დამატებითი ხელსაწყოები, სკრიპტები, პლაგინები და სხვა. ეს ყველაფერი ერთად წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს დიზაინერის ხელში შემოქმედებითი და შთამბეჭდავი დიზაინის შესაქმნელად.

საიტი დაყოფილია კატეგორიებად. მენიუდან აირჩიეთ შესაბამისი კატეგორია სასურველი სტატიის სანახავად:

  • InDesign – პოსტები ინდიზაინის შესახებ
  • Photoshop – პოსტები ფოტოშოპის შესახებ
  • Illustrator – პოსტები ილუსტრატორისა და ილუსტრაციების შესახებ
  • Bridge – პოსტები პროგრამა ბრიჯის გამოყენების შესახებ

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ძიების ფუნქციით, რომ მარტივად მიაგნოთ სასურველ თემას.

მომავალში შესაძლებელია კატეგორიების რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად მოხდება მენიუს განახლებაც. ზოგი კატეგორია ამჟამად ცარიელია, მაგრამ მომავალში აქ აუცილებლად დაემატება საჭირო მასალა.

საიტი მუდმივად განახლების რეჟიმშია. ახლდება როგორც ვიზუალური მხარე, ისე შინაარსობრივი. ემატება დამატებითი ფუნქციები, მასალები და მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო რამეს შემოგთავაზებთ.

თუ გაგაჩნიათ რაიმე კითხა, თხოვნა, შენიშვნა, შემოთავაზება, გთხოვთ დამიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით. თვქენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ საიტი უკეთესი გახდეს და აქ განთავსებული ინფორმაცია ყველასათის ხელმისაწვდომი იქნება.

შემოგვიერთდით სოციალურ ქსელში: ფეისბუქის გვერდი
ფეისბუქის ჯგუფი “ინდიზაინის მომხმარებელთ ჯგუფი”. აქ განიხილება ყველა საინტერესო საკითხი და მიმდინარეობს დისკუსიები.

მნიშვნელოვანია:

აქ განთავსებული სტატიები და სასწავლო მასალები განკუთვნილია ფართო მასებისთვის და შესასწავლად. თუ გადაწყვეტთ ამ საიტზე განთავსებული მასალის გამოყენებას, გთხოვთ მიუთითო წყაროდ ეს საიტი.

ყველა მასალა დაცულია საავტორო უფლებებით.