რთული

მასალა განკუთვნილია მათთვის ვისაც კარგი გამოცდილება აქვს პროგრამებთან მუშაობაში და კარგად ფლობს ყველა საჭირო ინსტრუმენტს.

ქართული ენის დამატება InDesign-ში

CS6-დან დაწყებული გახდა შესაძლებელი დაამოტოთ ნიებისმიერი ენა. მათ შორის ქართულიც. მაგრამ მხოლოდ ენის დამატება არ არის საკმარისი. ყველაფერმა კარგად და გამართულად რომ იმუშაოს, საჭიროა ლექსიკონიც. სულ კი საჭიროა სამი ფაილი და ერთ ფაილის ჩანაწერში ცვლილებები შეტანა.

საძიებლის შექმნა

საძიებელი ენციკლოპედიების, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული თუ დოკუმენტური ნაშრომების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი შექმნა შრომატევადი და რთული პროცესია. კიდევ უფრო მეტ სიძნელეს ვხვდებით, როდესაც საქმე ქართულად საძიებლის შექმნასთან გვაქვს. მოგეხსენებათ, საძიებლის ელემენტები ანბანის მიხედვით ლაგდება და აი, აქ გვაქვს ორი სახის პრობლემა…

ფურცლის ეფექტის შექმნა

ინდიზაინის ინსტრუმენტებით საინტერესო ეფექტების მიღება შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია პროგრამის შესაძლებლობების ცოდნაზე, დიზაინერის კრეატიულობასა და ფანტაზიაზე. დანარჩენს კი პროგრამა გააკეთებს. და ის გააკეთებს იმას, რასაც თქვენ მიუთითებთ, თუ რასაკვირველია თქვენი სურვილები ჯდება გონიერების ფარგლებში და არ აღემატება ინდიზაინის შესაძლებლობეს.