რესურსები

ინდიზაინის ფუნქციების განმარტებები

InDesign-ი მრავალფეროვანი პროგრამაა ციფრული და ბეჭდური პროდუქციის შესაქმნელად. მასში ბევრი ფუნქციაა თავმოყრილი, რომელიც თქვენ შესაძლოა არც იცოდეთ. შესაძლოა ზოგს ყოველდღიურად იყენებთ, ზოგის შესახებ კი არაფერი გსმენიათ.

ფაილების ფორმატები

ფაილების ფორმატების ცოდნა და სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამან შეიძლება დაზოგოს თქვენი დროც და ენერგიაც, მუშაობის პროცესი კი მოხერხებული და შედეგიანი გახადოს, რითაც საბოლოდ კმაყოფილი დარჩებით. არასწორად გამოყენებულმა ფაილის ფორმატმა შესაძლოა თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწიოთ.

ამოჭრილი და დამუშავებული გამოსახულებები

მაღალი ხარისხის ამოჭრილი და დამუშავებული გამოსახულებები თქვენი პროექტისთვის. ყველა შეკრებილი გამოსახულება არის თავისუფალი ლიცენზიის და შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც კერძო, ისე კომერციულ პროექტებში. კოლექცია პერიოდულად განახლდება და ვფიქრობ ყველა იპოვის თავისთვის საჭირო მასალას.

უფასო მოქაპების რესურსები

ადამიანს, რომელიც კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მუშაობს, იქნება ეს სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინის შექმნა თუ ბეჭდური დიზაინი, დროთა განმავლობაში შესრულებული პროექტები უგროვდება და, შესაბამისად, სურვილი უჩნდება, რომ ეფექტური პორთფოლიო შექმნას.