როგორ შევავსოთ ასობით სერტიფიკატი

data-merge-cover

სერტიფიკატები, კატალოგები, ცხრილები და მსგავსი რამეები, რომლებსაც აქვთ ერთიანი სტრუქტურა, შეგვიძლია ერთიანად მოვამზადოთ დასაბეჭდად ან გამოსაქვეყნებლად.

ამაში კი დაგვეხმარება ინდიზაინის ფუნქცია Data Merge – დიდი ზომის ინფორმაციის დასამუშავებლად, მოსაწესრიგებლად და შემდეგ ეტაპზე გასაშვებად.

მთავარი პირობა – დასამუშავებელი ინფორმაცია უნდა იყოს მოწესრიგებული. რაც უფრო მეტი ველის გამოყენება გვიწევს, მით უფრო უნდა მივაქციოთ ყურადღება მის მოწესრიგებას; უნდა გვქონდეს განსაზღვრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული საბოლოო შედეგი.

ამისთვის ორი მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გავიაროთ:

  • ინფორმაციის მომზადება;
  • ინფორმაციის განთავსება ინდიზაინის ფაილში.

ყველა პროცედურას თავისი ნიუანსები და წესები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე პრობლემას აუცილებლად გადააწყდებით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი ჩანაწერი გამოგვაქვს.

მონაცემების მომზადება

პირველ რიგში მონაცემების მომზადება დაიწყეთ Excel-ში ან Google Sheet-ში – ვისაც სად ურჩევნია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ერთით ზედმეტი მოქმედება გექნებათ შესასრულებელი. განხილვისას კი ჩვენ ძირითად აქცენტს Excel-ზე გავაკეთებთ.

განვიხილოთ ასეთი მაგალითი – კონკურსის მონაწილეებს უნდა გადაეცეთ სერთიფიკატი.

რასაკვირველია კონკურსანტების სია გვაქვს Excel-ში (ან რამე მსგავს პროგრამაში და იმედია ფურცლებზე არა) და შესაბამისად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ამ ეტაპზე გამოვიყენოთ მხოლოდ სახელი და გვარი. მუშაობის პრინციპს რომ ჩასწვდებით, შემდეგ გამოიყენეთ იმდენი ინფორმაცია, რამდენიც თქვენთვის იქნება საჭირო. პირველ სტრიქონში სვეტებს მივანიჭოთ შესაბამისი სახელი: კონკურსანტი.

სვეტის დასახელება „კონკურსანტი“
სვეტის დასახელება

სვეტის დასახელების სიგრძეს შეზღუდვა არ აქვს.

სვეტში განვათავსოთ შესაბამისი ინფორმაცია და შეინახეთ.

კონკურსანტების ჩამონათვალი
კონკურსანტების ჩამონათვალი

ინდიზაინისთვის კი ჩვენ სხვანაირად შევინახავთ ფაილს: Save As და სიაში აირჩიეთ Unicode Text (*.txt) ფორმატი.

ამით პირველი ეტაპი დასრულებულია.

მონაცემების შეტანა ფაილში

მას შემდეგ, რაც მონაცემების ფაილს მოვამზადებთ, ის ინდიზაინში უნდა შევიტანოთ.

ფაილის შეტანამდე დიზაინი მზად უნდა იყოს.

დავსვათ ტექსტური ბლოკები, სადაც კონკურსანტის მონაცემები ჩაიწერება.

სასურველი, რომ წინასწარ ჩაწეროთ საცდელი ტექსტი სტილი დასადგენად – შრიფტი, ზომა, სწორება და ა.შ.

ყველაფერი რომ გამზადდება, გამოვიძახოთ ფუნქცია Data Merge: Windows -> Utilities -> Data Merge.

ფანჯრის მენიუში აირჩიოთ Select Data Source და მიუთითეთ ის ფაილი, რომელიც პირველ ეტაპზე მოვამზადეთ. ფანჯარაში ჩაიტვირთება პირველ სტრიქონში გაწერილი სვეტის დასახელებება. ჩვენ შემთხვევაში – კონკურსანტი.

ფანჯარა Data Merge. მასში ჩატვირთულია ფაილი მონაცემები.txt
ფანჯარა Data Merge. მასში ჩატვირთულია ფაილი მონაცემები.txt

T ასო მიუთითებს, რომ ეს არის ტექსტური ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ აქ შეიძლება სურათიც იყოს ჩატვირთული. ამას კი მეორე ნაწილში განვიხილავ.

ამის შემდეგ კურსორი ჩასვით ტექსტურ ბლოკში და ფანჯარაში მონიშნეთ მონაცემი. ჩემთან ეს ასე გამოიყურება:

სულ ესაა. ამის შემდეგ იწყება მე-3 და მთავარი ეტაპი.

მონაცემების გამოტანა-დალაგება

მას შემდეგ რაც დიზაინი გაკეთდება, ბლოკები დალაგებულია შესაბამის ადგილას, ბლოკებში კი შესაბამისი მონაცემია განთავსებული, შეგვიძლია შევამოწმოთ, როგორ გამოჩნდება ჩვენი ჩანაწერები.

ამისათვის დააწექით Preview, რომ ნახოთ, როგორ გამოჩნდება ერთ ჩანაწერი. გადასვლის ღილაკების დახმარებით, შეგიძლიათ შეამოწმოთ სხვა ჩანაწერებიც. შეავლოთ თვალი, სადმე რამე ხომ არ იჭრება ან ტექსტი ხომ იყლაპება ან ცუდად ხომ არ ჯდება სადმე.

მაგრამ ჩვენ შედეგად გვინდა მივიღოთ ერთბაშად ყველა ჩანაწერი და როგორ უნდა მოვიქცეთ?

ამისათვის გამოვიძახოთ Data Merge-ის მენიუ და იქ ავირჩიოთ Create Merged Document… ან დააწვეთ მარჯვენა კუთხეში მყოფ ღილაკს.

img5-create-merged-document

მენიუში Records per Document Page არის მოცემული ორი ფუნქცია:

  • Single Records – გაამრავლებს ერთ ჩანაწერს
  • Multiple Records – გამოიტანს და დაალაგებს ყველა ჩანაწერს.

ჩვენ გვჭირდება მეორე ანუ ავირჩიოთ Multiply Records.

შემდეგ გვჭირდება Multiple Record Layout.

Margins – განსაზღვრავს, საიდან დაიწყოს ჩანაწერების განლაგება გვერდზე. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ამ მაგალითისთვის დავაყენებ 0-ებს.

ამის შემდეგ დააწექით OK-ს და მოხდება ახალი ფაილის შექმნა, სადაც დალაგებული იქნება ჩვენი მონაცემები.

გაერთიანებული დოკუმენტი. შეიქმნა 10 გვერდი, სადაც გაწერილია კონკურსანტის სახელი და გვარი.
შეიქმნა 10 გვერდი, სადაც გაწერილია კონკურსანტის სახელი და გვარი.

როგორც ჩანაწერზე ხედავთ, ყველა მონაცემი განთავსდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა.

გარდა ამისა, პროგრამას პირდაპირ შეუძლია PDF ფაილის გენერირება.

თუ ჩვენ ყველაფერი გამზადებული გვაქვს და ჩასასწორებელიც არაფერია, Data Merge-ის ფანჯარაში აირჩიეთ Export to PDF. დააყენეთ საჭირო პარამეტრები. გაითვალისწინეთ, რომ ფანჯარაში ინახება ბოლოს გამოყენებული მახასიათებლები. OK-ზე დაჭერის შემდეგ გამოვა PDF-ის ექსპორტირების ფანჯარა და შეგიძლიათ შექმნათ ფაილი სტამბისთვის ან გადასახედად.

ამ თემის მეორე ნაწილში განვიხილავთ თუ როგორ შევქმნათ სურათიანი ჩანაწერები, რომლებიც გამოდგება მაგალითად კატალოგისთვის ან მსგავსი პროდუქტისთვის.

კომენტარები