ქართული ენის დამატება InDesign-ში

CS2 ვერსიიდან დაწყებული, ვცდილობდი მეპოვა გზა, რომ პროგრამა ინდიზაინს რამენაირად გაეგო ქართული ენა. პირველ რიგში ეს სურვილი განპირობებული იყო იმით, რომ მოწესრიგებულიყო გადატანების პრობლემა. სამწუხაროდ ვე მივაკლვიე ისეთ გზას, რომელიც ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად კარგად გადამიჭრიდა და დავანებე თავი სხვა მცდელობებს. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. CS6-დან დაწყებული გახდა შესაძლებელი დაამოტოთ ნიებისმიერი ენა. მათ შორის ქართულიც.

მაგრამ მხოლოდ ენის დამატება არ არის საკმარისი. ყველაფერმა კარგად და გამართულად რომ იმუშაოს, საჭიროა ლექსიკონიც. სულ კი საჭიროა სამი ფაილი და ერთ ფაილის ჩანაწერში ცვლილებები შეტანა.

ნაბიჯი 1

საჭიროა სამი ფაილი: (.aff) გაფართოების ფაილი, ლექსიკონი (.dic) და გადატანების ლექსიკონი (.dic). ფაილებს უნდა დაარქვათ სახელები ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები:

ფაილის ტიპი ფაილის დასახელება უნდა იყოს მაგალითი
aff ფაილი <ენის ISO კოდი>.aff  ka_GE.aff
ორთოგრაფიული ლექსიკონი <ენის ISO კოდი>.dic  ka_GE.dic
გადატანების ლექსიკონი hyph_<ენის ISO კოდი>.dic  hyph_ka_GE.dic

ცხრილი 1. ფაილების დასახელების მაგალითი.

ენებისა და ქვეყნების ჩამონათალი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

ISO 639-1 სტანდარტის ენების კოდების ჩამონათალი იხილეთ ბმულზე http://en.wikipedia.org/wiki/List_of_ISO_639-1_codes

ქვეყნების კოდების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://www.iso.org/iso/country_names_and_code_elements

ნაბიჯი 2

ლექსიკონების საქაღალდეში უნდა შექმნათ საქაღალდე <ენის ISO კოდი> სახელწოდებით, მაგალითად ka_GE, en_US და ა.შ. ლექსიკონების საქაღალდის მდებარეობა ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები:

InDesign ვერსია პლატფორმა ლექსიკონის საქაღალდის მდებარეობა
CC (32bit) Windows
(32 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC\
Plug-Ins\Dictionaries\ LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\Dictionaries
Windows
(64 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC (64 bit)\
Plug-Ins\Dictionaries\LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\Dictionaries
CC (64bit) Windows
(64 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC (64 bit)\
Plug-Ins\Dictionaries\LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\Dictionaries
Mac OS /Applications/Adobe InDesign CC/Plug-Ins/Dictionaries/
LILO/Linguistics/Providers/Plugins2/AdobeHunspellPlugin.bundle/
Contents/SharedSupport/Dictionaries
CS6 Windows
(32 bit)
%ProgramFiles%\Common Files\Adobe\Linguistics\6.0\
Providers\Plugins2\ AdobeHunspellPlugin\Dictionaries
Windows
(64 bit)
Program Files(x86)\Common Files\Adobe\Linguistics\6.0\
Providers\Plugins2\AdobeHunspellPlugin\Dictionaries
Mac OS /Library/Application Support/Adobe/Linguistics/6.0/
Providers/Plugins2/AdobeHunspellPlugin.bundle/
Contents/SharedSupport/Dictionaries

ცხრილი 2. ლექსიკონის საქაღალდის მდებარეობა კომპიუტერში.

ნაბიჯი 3

ფაილში Info.plist უნდა დაამატოთ სტრიქონი <ენის ISO კოდი>-ის მნიშვნელობით. დამატება უნდა მოხდეს როგორც ორთოგრაფიული, ისე გადატანების ლექსიკონისთვის. Info.plist ფაილის მდებარეობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

InDesign ვერსია პლატფორმა ლექსიკონის საქაღალდის მდებარეობა
CC (32bit) Windows
(32 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC\
Plug-Ins\Dictionaries\ LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\
Windows
(64 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC (64 bit)\
Plug-Ins\Dictionaries\LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\
CC (64bit) Windows
(64 bit)
%ProgramFiles%\Adobe\Adobe InDesign CC (64 bit)\
Plug-Ins\Dictionaries\LILO\Linguistics\Providers\
Plugins2\AdobeHunspellPlugin\
Mac OS /Applications/Adobe InDesign CC/Plug-Ins/Dictionaries/
LILO/Linguistics/Providers/Plugins2/AdobeHunspellPlugin.bundle/
Contents/SharedSupport/
CS6 Windows
(32 bit)
%ProgramFiles%\Common Files\Adobe\Linguistics\6.0\
Providers\Plugins2\ AdobeHunspellPlugin
Windows
(64 bit)
Program Files(x86)\Common Files\Adobe\Linguistics\6.0\
Providers\Plugins2\AdobeHunspellPlugin
Mac OS /Library/Application Support/Adobe/Linguistics/6.0/
Providers/Plugins2/AdobeHunspellPlugin.bundle/
Contents/SharedSupport

ცხრილი 3. Info.plist ფაილის მდებარეობა კომპიუტერში.

პროგრამა დახურეთ და გაუშვით ხელახლა. ამის შემდეგ თქვენს მიერ დამატებული ენა გამოჩნდება ენიბის ჩამონათვალში.

წყარო https://helpx.adobe.com/indesign/kb/add_cs_dictionaries.html

ქართული ენის დამატება

ეხლა კი კონკრეტული ენის, ქართულის, დამატება განვიხილოთ.

ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში, კერძოდ კი Georgian Typography | ქართული ტიპოგრაფია, მომხმარებელმა Shakro Trubeckoi-მ გამოაქვეყნა ჩანაწერი პროგრამაში ქართული ენის დამატების შესახებ. ეს იყო ბიძგი, შემექმნა ეს სტატია და ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შაქრომ შექმნა ის სამი აუცილებელი ფაილი, რომელიც საჭიროა მართლწერის შესამოწმეწმებლად და გადატანების სწორად გასაკეთებლად. მართლწერის ლექსიკონი შეიცავს 105 000 სიტყვას. მადლობა მას ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის!

სურ. 1. Shakro Trubeckoi-ს პოსტის ეკრანული ანაბეჭდი.

როგორ და რა გზებით შექმნა ეს ფაილები, ნამდვილად ვერ გეტყვით. დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ შაქროს და ის გაგარკვევთ ტექნიკურ დეტალებში. იმავე ჯგუფში შაქრომ გამოაქვეყნა დაარქივებული ფაილი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს შეიცავს. თქვენ უბრალოდ მოცემული ფაილები საჭირო ადგილას უნდა განათავსოთ და პროგრამას დაემატება ქართული ენა.

ამ ფაილის გადმოწერა შეგიძლიათ აქედანაც.

ყურადღება: აქ მოცემული ლექსიკონი გათვლილია მხოლოდ უნიკოდის განლაგების შრიფტებზე.

  1. გახსენით არქივი და მონახეთ საქაღალდე ka_GE. ის არის მოთავსებული არქივში, საქაღალდეში …ka_AdobeInDesignCC-1.0\Dictionaries;
  2. დააკოპირეთ ის ინდიზაინის ლექსიკონების საქაღალდეში (იხ. ცხრილი 2);
  3. ამავე არქივში მოთავსებულია ფაილი Info.plist, რომელიც უნდა გადაიტანოთ შესაბამის ადგილას (იხ. ცხრილი 3). შეგიძლიათ არსებულ ფაილს თავზე გადააწეროთ;
  4. თუ პროგრამა გაშვებული გაქვთ, დახურეთ და გაუშვით ხელახლა.

სურ. 2. დამატებული ქართული ენა პროგრამა ინდიზაინში, ვერსია CS6.

ლექსიკონის გამოყენება

ლექსიკონის დაყენების შემდეგ, გამოიძახეთ პროგრამა ინდიზაინი, მაგრამ არ გახსნათ ან შექმნათ რაიმე ფაილი.

გამოიძახეთ პროგრამის პარამეტრები Edit -> Preferences -> General (Ctrl +K) და გადადით ჩანართში Dictionary. ჩამოსაშლელ მენიუში Language აირჩიეთ Georgian (Georgia) და დაადასტურეთ.

სურ. 3. ქართული ენის ლექსიკონის გააქტიურება პროგრამის პარამეტრებში.

ამის შემდეგ გამოიძახეთ შრიფტებთან მუშაობის ფანჯარა Window -> Type & Tables -> Character (Ctrl + T) და Language ჩამონათვალში აირჩიეთ Georgian (Georgia). ამის შემდეგ ყოველ ახალ შექმნილ ფაილში ქართული ენა ნაგულისხმევად იქნება დაყენებული.

მართლწერის შესამოწმებლად არის ორი მეთოდი – ჩვეულებრივი და დინამიური. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: პროგრამა ამოწმებს ტექსტს და სიტყვებს ადარებს ლექსიკონს. თუ ლექსიკონში სიტყვა არ არის, მას აღიქვამს როგორც შეცდომას. შესაძლოა სიტყვა სწორი ფორმით იყოს დაწერილი, მაგრამ თუ ის ლექსიკონში არაა, პროგრამა მას შეცდომად აღიქვამს. ამიტომ არის ყოველთვის საშუალება, რომ სიტყვა ლექსიკონში დაემატოს. ასეთ შემთხვევაში სიტყვა არა ძირითად, არამედ ე.წ. მომხმარებლის ლექსიკონში ემატება. მომავალში კი პროგრამა უკვე ამოწმებს ტექსტებს ორი ლექსიკონის დახმარებით: ძირითადი და მომხმარებლის.

ჩვეულებრივი შემოწმების დროს ხდება ტექსტის ანალიზი და პროგრამა ნიშნავს იმ სიტყვას, რომელსაც შეცდომად აღიქვამს. მისი გამოძახება ხდება Edit -> Spelling -> Chek Spelling (Ctrl + I). აქ არსებული ღილაკების დახმარებით მომხმარებელს აქვს საშუალება შეასწოროს სიტყვა, დაამატოს ლექსიკონში ან გამოტოვოს (მაგ. დასაზუსტებლად).

სურ. 4. მართლწერის შემოწმების ფანჯარა.

დინამიური შემოწმების დროს ხდება მთელი ტექსტის შემოწმება და იმ სიტყვებს, რომლებსაც პროგრამა შეცდომათ აღიქვამს, წითელ ხაზს უსვამს. ასეთი შემოწმება მოსახერხებელია, რადგან შეცდომები თვალნათლივ ჩანს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ტექსტი დიდია, ამან შეიძლება იმოქმედოს მუშაობის სიჩქარეზე.

შეგიძლიათ პროგრამაში სიტყვების ავტომატური კორექციაც გააქტიუროთ. გამოიძახეთ Edit -> Spelling -> Autocorrect. ავტომატური შესწორება არ არის დამოკიდებული ლექსიკონზე, ამიტომ სიტყვების დამატება თქვენ თვითონ მოგიწევთ.

გამოიძახეთ Edit -> Preferences -> General (Ctrl +K), ჩანართში Autocorrect.

სურ. 5. სიტყვების ავტომატური შესწორება.

Add ღილაკის დახმარებით დაამატეთ სიტყვები. შეიყვანეთ სიტყვის მცდარი და სწორი ფორმები. როდესაც ეს ფუნქცია იქნება აქტიური, ის ავტომატურად შეასწორებს ტექსტში ნაპოვნ შეცდომებს. მაგალითად ‘რუქა’ -> ‘რუკა’.

გამოიყენეთ ლექსიკონები მუშაობის პროცესში და თქვენს ტექსტებში მრათლწერის შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. აღარ მოგიწევთ ვინმეს საყვედურების მოსმენა გაპარული შეცდომების გამო.

კომენტარები