Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-social.php on line 9

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-twitter.php on line 10

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-facebook.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-info-box.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-column.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-default.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-grid.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-list.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-slider.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-thumbnail.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/wp-tab-widget/wp-tab-widget.php on line 983
რჩევები ფოტოშოპის დამწყებ მომხმარებელს – InDesign Cookie

რჩევები ფოტოშოპის დამწყებ მომხმარებელს

ნებისმიერ პროგრამასთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ მისი როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. გამონაკლისს არც ფოტოშოპი წარმოადგენს.

მუშაობა ნაკლებად დამღლელი და უფრო მეტად სასიამოვნო რომ იყოს, საჭიროა სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა და ორგანიზება. ამისათვის კი მხოლოდ რამდენიმე დეტალისა და ნიუანსის დამახსოვრებაა საჭირო, რომლებზეც ამ სტატიაში გავამახვილებთ ყურადღებას. ამ ნიუანსების გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა სამუშაო შეაფერხოს და დროში გაწელოს.

გაგაცნობთ რამდენიმე საჭირო ფუნქციას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ და თუ თავიდანვე ყურადღებას გაამახვილებთ ასეთ დეტალებზე, კარგ ჩვევად გექცევათ.

ერთ შრეზე მუშაობა

რასაც უნდა აკეთებდეთ ფოტოშოპში, ერთ ძირითად შრეზე კი არ იმუშაოთ, არამედ რამდენიმეს გამოყენებით.

ერთ შრეზე მუშაობას დიდი უარყოფითი მხარე აქვს – შეუძლებელია შრეზე ჩატარებულ სამუშაოში ცვლილებების შეტანა. ახალი შრეების შექმნა ფოტოშოპის დაუწერელ კანონს წარმოადგენს. სასურველია შრეებს დაარქვათ სახელები მათზე განთავსებული ობიექტების მიხედვით.

ბევრი შრის არსებობა გაგიიოლებთ გამოსახულების რედაქტირების პროცესს. დღეს შესაძლებელია შრეების ჯგუფებად გაერთიანება, მსგავსი კატეგორიის შრეებისთვის ფერების მინიჭება. ყველაფერი ეს გაგიადვილებთ სწრაფად იპოვოთ სასურველი შრე და შეასრულოთ საჭირო მოქმედებები.

შენიშვნა: ბევრი შრის არსებობა სამუშაო ფაილში (PSD ან TIF) ზრდის მის მოცულობას. ამიტომ ყოველთვის წაშალეთ შრეები, რომლებიც სამომავლოდ აღარ დაგჭირდებათ.

ნიღბის გამოყენება გამოსახულების წაშლის ნაცვლად

ორიგინალ გამოსახულებაზე პიქსელების წაშლა რედაქტირების “ცუდ ტონად” ითვლება. საქმე ისაა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ ვეღარ დააბრუნებთ წაშლილ პიქსელებს. ეს გარკვეულ წილად შეაფერხებს მუშაობის პროცესს.

სხვა შემთხვევაა, როდესაც პიქსელებს დროებით დამალავთ. საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეძლებთ მათ აღდგენას.

ამისათვის კი ფოტოშოპში გამოიყენება ნიღაბი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ დროებით დამალოთ/გამოაჩინოთ გამოსახულების პიქსელები.

პროგრამაში გვაქვს სამი სახის ნიღაბი:

პიქსელური ანუ ჩვეულებრივი ნიღაბი (Pixel Mask)

ვექტორული ნიღაბი (Vector Mask)

შემოჭრის ნიღაბი (Clipping Mask)

ისინი დროებით ფარავს სურათის შერჩეულ ნაწილებს, ნებისმიერ დროს შეიძლება ნიღბის გაუქმება და მათი გამოჩენა

ნიღბის გამოყენება გამართლებულია უმეტეს შემთხვევაში, თუ ასრულებთ გამოსახულებების კომბინირებას და რეტუშირებას. სხვა შემთხვევებში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ საშლელი და წაშალოთ არასასურველი პიქსელები გამოსახულებაზე.

სურ. 1. პიქსელური ნიღბის გამოყენების მაგალითი.

„ცხელი“ კლავიშები უდრის დაზოგილ სამუშაო დროს

ფოტოშოპის გამოყენება ცხელი კლავიშების გარეშე იგივეა, რაც წვნიანის ჩანგლით მირთმევა!

რა თქმა უნდა, ასე მუშაობა შესაძლებელია, მაგრამ უფრო დიდი ხანი დაგჭირდებათ, ცხელი ღილაკები კი თქვენს ძვირფას დროს დაზოგავენ.

ფოტოშოპის ნამდვილ პროფესიონალს ცალ ხელში უნდა ეჭიროს მაუსი (ან გრაფიკული პლანშეტის სტილუსი), ხოლო მეორით კლავიშებზე მოქმედებდეს.

ყველაზე საჭირო ცხელი ღილაკების ჩამონათვალი:

Cmd/Ctrl + T – ობიექტის ტრანსფორმირება

Cmd/Ctrl + Enter – წირის მონიშვნად გარდაქმნა

Cmd/Ctrl + S – დოკუმენტის შენახვა

Cmd/Ctrl + A – ყველაფრის მონიშვნა

Cmd/Ctrl + D – მონიშვნის გაუქმება

Cmd/Ctrl + Shift + I – მონიშვნის ინვერსია (შემობრუნება)

Cmd/Ctrl + Click – შრეზე არსებული ობიექტების მონიშვნა

Cmd/Ctrl + Option/Alt + A – ყველა შრის მონიშვნა

Option/Alt + Click – შემოჭრის ნიღაბი

Cmd/Ctrl + G – შრეების დაჯგუფება

Cmd/Ctrl + Shift + G – შრეების ჯგუფის დაშლა

სურ. 2. ფოტოშოპის ცხელი კლავიშები. წყარო: bigbadworldofconceptart.com.

სმარტ-ობიექტები

პირველად ეს ფუნქცია ფოტოშოპის CS2 ვერსიაში გაჩნდა. ფოტოშოპის მომხმარებლების უმეტესობას სმენია სმარტ-ობიექტებზე თუმცა მას ხშირად არ იყენებენ .

როცა თქვენ გარდაქმნით შრეს სმარტ-ობიექტად ფოტოშოპი ორიგინალ გამოსახულებას თავისებურ კონტეინერში ათავსებს და ცვლილებებიც მხოლოდ მასზე ხორციელდება. ამ ფუნქციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია სმარტ-ობიექტების ხშირი ტრანსფორმაცია ორიგინალი გამოსახულების ხარისხის შეუცვლელად. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რედაქტირების ინსტრუმენტების ნაწილი მიუწვდომელი ხდება.

შენიშვნა: სმარტ-ობიექტების დიდი რაოდენობით გამოყენება მკვეთრად ზრდის სამუშაო ფაილის მოცულობას.

კორექციის შრის გამოყენება

როდესაც გვჭირდება გამოსახულების ფერთა კორექცია, მივმართავთ Image -> Adjustment-ს. აქ უამრავი ფუნქციაა იმისათვის, რომ გამოსახულებას საჭირო იერსახე შევძინოთ. მაგრამ მუშაობის პროცესში ხანდახან ჩნდება აუცილებლობა რომელიმე ფუნქციის ეფექტი შემცირდეს, მაგალითად კონტრასტის ან ფერების სიკაშკაშის და ა.შ. ამისათვის გამოიყენება კორექციის შრეები (Window -> Adjustment).

კორექციის შრეების გარეშე მუშაობა იგივეა რაც ერთ შრეზე მუშაობა.

თუ თქვენ გამოიყენებთ ჩვეულებრივ კორექტირებას (Image -> Adjustment), მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება. ამისგან განსხვავებით კორექციის შრე არ არის დამოკიდებული ორიგინალ გამოსახულებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ მისი გამჭვირვალობა, ზედდება და სხვა პარამეტრები.

შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ კორექციის შრე გავლენას ახდენს მის ქვემოთ განთავსებულ ყველა შრეზე.

სამუშაოს ორგანიზება

ფოტოშოპის მომხმარებელმა რაც შეიძლება კარგად უნდა მოაწესრიგოს საკუთარი სამუშაო ფაილი. საჭიროა ვისწავლოთ და ჩვევად ვაქციოთ შრეებისთვის სახელების შერჩევა. ეს შეიძლება თავიდან დროის ფუჭ ხარჯვად მოგეჩვენოთ, მაგრამ მუშაობისას დიდ დროს დაზოგავთ. შრეებს შეგიძლიათ მიანიჭოთ ფერები ან გააერთიანოთ ჯგუფებად, რაც შემდგომ უფრო მარტივს გახდის მათ მოძიებას.

სამუშაოს ორგანიზება აუცილებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯგუფურად მუშაობთ და სხვებს PSD (სამუშაო) ფაილებს უზიარებთ. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მიერ მომზადებული პროექტი გადაეცემა სხვას შემდგომი სამუშაოების ჩასატარებლად.

ყველაფერი ეს მეტყველებს თქვენს მოწესრიგებულობაზე და პროფესიონალებში კარგ ტონად ითვლება.

სურ. 3. სამუშაოს ორგანიზება. წყარო: sitepoint.com.

ფილტრების დესტრუქციული გამოყენება

ფილტრის გამოყენება შრეებთან თავისუფლად შეიძლება.

სმარტ-ფილტრის გამოყენებისას მისი ეფექტის რეგულირება შესაძლებელია, ხოლო პარამეტრების შეცვლა – მარტივი. ნიღბის დახმარებით ასევე შესაძლებელია ეფექტის მოქმედების მართვა.

ერთ სმარტ-ობიექტზე შეიძლება რამდენიმე ფილტრის დამატება.

ნავიგაცია

იმისათვის რომ ადვილად შევძლოთ სამუშაოს დროს შემოტანილ ობიექტზე მუშაობა, საჭიროა მისი ჩვენთვის კომფორტულ ზომაზე დაყენება და მორგება.

ნავიგაციისა და მასშტაბირებისთვის ინსტრუმენტთა პანელზე არის ორი ინსტრუმენტი Hand Tool (H) და Zoom Tool (Z). მაგრამ მუშაობის პროცესში ამ ინსტრუმენტებზე გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება მოუხერხებელია.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ხრიკი, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ეს ინსტრუმენტები დროებით გააქტიუროთ და შემდეგ დაუბრუნდეთ ისევ მიმდინარე სამუშაო ინსტრუმენტს (ლასოსა თუ ფუნჯს).

ჰარი (Space) – დროებით ააქტიურებს Hand Tool-ს.

Z + მაუსი – დოკუმენტის გაზრდა/დაპატარავება

Ctrl + ჰარი – მასშტაბის გაზრდა

Ctrl + Alt + ჰარი – მასშტაბის შემცირება

Ctrl + 0 – ფოტოს ეკრანის ზომაზე დაყენება

Ctrl + 1 – ნატურალურ ზომაზე დაყენება

Adobe Bridge

სურ. 4. Adobe Bridge-ის სამუშაო სივრცე.

კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ძვირფას დროს დაზოგავს.

მისი დახმარებით შეგიძლიათ:

ნახოთ ინფორმაცია ფაილების შესახებ;

მოქნილი ფილტრების დახმარებით სწრაფად იპოვოთ სასურველი ტიპის ფაილი;

მოქნილი საძიებო სისტემით ძიება ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით აწარმოოთ;

მრავალი მახასიათებლის მიხედვით დაახარისხოთ ფაილები;

ჩაატაროთ არქივის კატალოგიზაცია.

ეს ძალიან მწირი ჩამონათვალია იმისა, რისი გაკეთებაც ამ პროგრამას შეუძლია. გირჩევთ ის კარგად შეისწავლოთ და აქტიურად გამოიყენოთ მუშაობის პროცესში.

ნამუშევრის შენახვა

მუშაობის პროცესში ხშირად შეინახეთ თქვენი ნამუშევარი! თუ გავიწყდებათ ხშირად შენახვა, ისარგებლეთ ფოტოშოპში არსებული ავტომატური შენახვის (Auto Save) ფუნქციით. მისი ნახვა შეგიძლიათ Edit -> Preferences -> File Handling:

სურ. 5. ავტომატურად შენახვის ფუნქცია. მიუთითეთ, დროის რა ინტერვალში უნდა შეინახოს ნამუშევარი პროგრამამ ავტომატურად.

ფოტოშოპს ბევრ ფორმატში შეუძლია თქვენი ნამუშევრის შენახვა, მაგრამ ყურადსაღებია მხოლოდ რამდენიმე, რომელიც ყველაზე ხშირად გამოგადგებათ.

PSD – ეს არის ფოტოშოპის ფორმატი. მასში გამოსახულება ინახება ყოველგვარი შეკუმშვის გარეშე. გარდა ამისა, ის ინახავს ფაილში არსებულ ყველა შრესა თუ გამოყენებულ ფილტრებს, კორექციის შრეებსა და შრეების გამჭვირვალობას. მომავალში ეს საშუალებას მოგცემთ ადვილად შეიტანოთ ცვლილებები ფაილში. რადგან ფაილის შენახვა ხდება შეუკუმშავად, მისი მოცულობა საკმაოდ დიდი გამოდის. ფორმატი სპეციფიკურია, ამიტომ მისი გამოყენება პროგრამების უმეტესობაში ვერ ხდება. თუმცა Adobe-ის პროგრამების დიდ ნაწილს აქვს ამ ფორმატის მხარდაჭერა.

შენიშვნა: PSD ფაილის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდულია და აღწევს 2 GB-ს. 2 GB-ზე მეტი მოცულობის ფაილების შესანახად გამოიყენება ფორმატი PSB.

TIF (TIFF) – საკმაოდ გავრცელებული ფორმატია. PSD ფორმატის მსგავსად, მასაც შეუძლია შრეების, ეფექტების, გამჭვირვალობის შენახვა ფაილში. გარდა ამისა, შენახვისას შესაძლებელია მიუთითოთ კომპრესიის მეთოდები, რაც იწვევს ფაილის მოცულობის შემცირებას ხარისხის დაკარგვის გარეშე. ფორმატის პოპულარობის წყალობით ბევრ პროგრამას აქვს მისი მხარდაჭერის საშუალება – როგორც რედაქტირების, ისე მხოლოდ წაკითხვის.

თუ თქვენ ნამუშევრებს ამზადებთ ბეჭდური მედიისთვის, სასურველია პროექტში გამოყენებული იყოს ზემოთხსენებული ფორმატები.

JPEG და PNG – ძალიან გავრცელებული ფორმატებია. ამ ფორმატებთან მუშაობს დღესდღეობით არსებული პროგრამების უმეტესი ნაწილი. ზემოხსენებული ფორმატებისგან განსხვავებით, მათ არ შეუძლიათ შრეებისა და სხვა სპეციფიკური ფუნქციების შენახვა. ამიტომ ამ ფორმატში შენახვისას ყველა არსებული შრე ერთიანდება. საჭიროების შემთხვევაში თქვენ ვერ შეიტანთ იქ ისეთ ცვლილებებს, როგორსაც შეიტანდით მაგალითად PSD-ში ან TIF-ში ცალკეული კომპონენტისთვის.

ამ ფორმატებს ერთმანეთისგან განასხვავებს ის, რომ JPEG ფაილს გააჩნია გამოსახულების კომპრესიის საშუალება, რისი დახმარებითაც ხდება ფაილის მოცულობის შემცირება, თუმცა ეს გამოსახულების ხარისხის ხარჯზე ხდება.

PNG ფორმატს კომპრესიის საშუალება არ გააჩნია და მისი მოცულობა შესაძლოა ცოტა აღემატებოდეს JPEG ფაილის მოცულობას. გარდა ამისა ამ ფორმატს შეუძლია გამჭვირვალობის შენარჩუნება (JPEG-გან განსხვავებით).

მახასიათებლებიდან გამომდინარე ორივე ეს ფორმატი წარმატებით გამოიყენება ინტერნეტში გამოსახულებების განსათავსებლად.

კომენტარები