The Blog

ContactSheet-002

ამოჭრილი და დამუშავებული გამოსახულებები

პერიოდულად ჩნდება იმის საჭიროება, რომ პროექტში მოხდეს ამოჭრილი და დამუშავებული გამოსახულებების ჩასმა – საგამომცემლო, სარეკლამო თუ არქიტექტურულ და სხვა სახის პროექტებში. დიზაინერს უწევს ჯერ თვითონ ობიექტის მოძიება და შემდეგ მისი გამოყოფა ფონიდან. ყველაფერი ეს დროსა და ენერგიას მოითხოვს.

გთავაზობთ თემას, სადაც შეკრებილი იქნება ამოჭრილი გამოსახულებები. აქ შეგროვილი ყველა გამოსახულება არის თავისუფალი (CC) ლიცენზიის და შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც პირად, ისე კომერციულ პროექტებში. თემა პერიოდულად განახლდება და დაემატება ახალი გამოსახულებები.

ვიმედოვნებ ყველა იპოვით თქვენთვის საინტერესო მასალებს.

სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მოცილებული ფონით

სურ. 1. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ფორმატი: PSD

ჩამოტვირთეთ: Fee Diversity Pack

ამოჭრილი და დამუშავებული ადამიანების ნაკრები სხვადასხვა მდგომარეობაში

სურ. 2. ამოჭრილი და დამუშავებული ადამიანების ნაკრები სხვადასხვა მდგომარეობაში – ნაწილი 1. ფორმატი: PSD

ჩამოტვირთეთ: Greenscreen People – Volume 1

ამოჭრილი და დამუშავებული ადამიანების ნაკრები სხვადასხვა მდგომარეობაში - ნაწილი 2

სურ. 3. ამოჭრილი და დამუშავებული ადამიანების ნაკრები სხვადასხვა მდგომარეობაში – ნაწილი 2. ფორმატი: PSD

ჩამოტვირთეთ: Greenscreen People – Volume 2

გიორგი კევლიშვილი

პროექტ InDesign Cookie შექმნელი და დამფუძნებელი; თანაავტორი წიგნისა "საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი"; GIPA-ში კითხულობდა ინდიზაინის ლექციებს თემაზე "ციფრული გამომცემლობა"; "სულაკაურის გამომცემლობის" ტექნიკური დიზაინერი 2005 წლიდან. 2017 წლიდან არის ციფრული პროექტების მენეჯერი