The Blog

ობიექტის ასლების სწრაფად შექმნა

დიზაინერს მუშაობის პროცესში შესაძლოა დასჭირდეს ერთი ობიექტის მრავალი ასლის შექმნა და ერთ გვერდზე მათი მოწესრიგებული სახით დალაგება. ეს შესაძლოა იყოს სავიზიტო ბარათები ან ნებისმიერი სხვა გრაფიკული კომპონენტი. რასაკვირველია ამ დროს ყველა მივმართავთ ფუნქციას Step and Repeat (Ctrl + Alt + U).

ეხლა კი ვნახოთ, როგორ უნდა შევქმნათ სწრაფად ობიექტის ასლები და დავალაგოთ ისინი მოწესრიგებულად ერთ ფურცელზე.

ვიცით, რომ Alt კლავიშის გამოყენებისას ობიექტის ასლის შექმნა შეგვიძლია:

სურ. 1. ერთი ობიექტის კოპირება Alt კლავიშის დახმარებით

როდესაც ობიექტების ასლების ფურცლებზე განლაგება გვჭირდება, მივმართავთ ბრძანებას Step and Repeat (Ctrl + Alt + U). მისი დახმარებით არა მხოლოდ ასლების შექმნა, არამედ მათი სვეტებად და სტრიქონებად მოწესრიგებაც შეგვიძლია.

სურ. 2. ფუნქცია Step and Repeat გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ობიექტის ასლები და ისინი სვეტებად და სტრიწონებად განვალაგოთ.

აქ ვუთითებთ, რამდენ სტრიქონად და/ან სვეტად განლაგდეს ობიექტები. ასევე ვუთითებთ, რა მანძილი იყოს დაცული ობიექტებს შორის როგორც ვერტიკალურად (სტრიქონებს შორის), ისე ჰორიზონტალურად (სვეტებს შორის).

ეხლა განვიხილოთ მეთოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია განვალაგოთ ობიექტები ისე, რომ არ მივმართოთ ამ ფუნქციას.

როდესაც ობიექტის ასლს ქმნით Alt კლავიშის დახმარებით, განათავსეთ ობიექტის სასურველ ადგილას და აუშვით Alt კლავიშს, მაგრამ არ აუშვათ მაუსს.

arrow_keys_left  arrow_keys_09ისარგებლეთ კურსორის გადაადგილების ღილაკებით (მარცხენა/მარჯვენა), რომ შექმნათ ობიექტის სასურველი რაოდენობის ასლები ერთ სტრიქონში.

სურ. 3. ობიექტის ასლების შექმნა ერთ სტრიქონში.

arrow_keys_02 arrow_keys_07იმისათვის, რომ მოხდეს სტრიქონების ასლის შექმნა, ობიექტის ასლი ჩამოიტანეთ დიაგონალზე და მარცხენა/მარჯვენა ღილაკების გარდა, ისარგებლეთ ღილაკებით ზემოთ/ქვემოთ.

სურ. 4. ობიექტის ასლების განაწილება სვეტებად და სტრიქონებად.

ეს დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად განალაგოთ ობიექტები ნებისმიერი ზომის ფურცელზე.

შენიშვნები და სურვილები შეგიძლიათ დატოვეთ კომენტარში.

გიორგი კევლიშვილი

პროექტ InDesign Cookie შექმნელი და დამფუძნებელი; თანაავტორი წიგნისა "საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი"; GIPA-ში კითხულობდა ინდიზაინის ლექციებს თემაზე "ციფრული გამომცემლობა"; "სულაკაურის გამომცემლობის" ტექნიკური დიზაინერი 2005 წლიდან. 2017 წლიდან არის ციფრული პროექტების მენეჯერი