უფასო მოქაპების რესურსები

ადამიანს, რომელიც კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მუშაობს, იქნება ეს სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინის შექმნა თუ ბეჭდური დიზაინი, დროთა განმავლობაში შესრულებული პროექტები უგროვდება და, შესაბამისად, სურვილი უჩნდება, რომ ეფექტური პორთფოლიო შექმნას.

პორთფოლიოს შექმნის უამრავი მეთოდი არსებობს, ამისთვის სპეციალური საიტებიც კი არის, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი ნამუშევრები განათავსოს. ეს შეიძლება იყოს Bēhance, Coroflot, კომპანია Adobe-ის ახალი პროდუქტი Adobe Portfolio და სხვა.

ყველა შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება სურვილი თავისი პორთფოლიო, შესრულებული პროექტები ან ინოვაციური იდეები საუკეთესო სახით წარუდგინოს პოტენციურ დამსაქმებელს, დამკვეთს თუ კლიენტს.

კარგად შეფუთული პორთფოლიო ყოველთვის დადებითად ახასიათებს ავტორს და ამყარებს მის რეპუტაციას.

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია შაბლონების, ე. წ. მოქაპების გამოყენება.

მოქაპი გაძლევთ საშუალებას კარგად წარმოაჩინოთ თქვენი პროდუქტი – ინტერფეისის დიზაინი, ვებგვერდი, წიგნი, ჟურნალი, ბროშურა. თანაც აუცილებელი არ არის მისი ფიზიკური არსებობა. შესაძლოა, ეს მხოლოდ თქვენი იდეა იყოს, მაგრამ მოქაპის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ეს იდეა გააფორმოთ და ისე წარუდგინოთ საზოგადოებას.

მცირე სტატია, თუ როგორ ვმუშაობთ მოქაპთან, იხილეთ მოქაპი – რა არის და როგორ გამოვიყენოთ.

აქ მე ვეცადე შემეგროვებინა ის საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი მოქაპის მოძიებაში. რასაკვირველია, ეს სრული სია არ არის და მოქაპების უამრავი რესურსი არსებობს – ფასიანიც და უფასოც. მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისია, რომ გაგიადვილდეთ სასურველი მოქაპის მოძიებაქვემოთ მოცემულ საიტებზე მოქაპების უმეტესი რაოდენობა უფასოა და შეგიძლიათ უყოყმანოდ გამოიყენოთ პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის.

უფასო მოქაპები Pinterest-ზე:

Mockup Board 1

Mockup Board 2

Mockup Board 3

Mockup Board 4

Mockup Board 5

აირჩიეთ სასურველი მოქაპი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Read ან Visit, რომ გადახვიდეთ შესაბამის საიტზე გადმოსაწერად.

60-ზე მეტი უფასო მოქაპი Designrfix-სგან:

60+ Must Have Free PSD Mockup Templates

უფასო მოქაპების უდიდესი ნაკრები:

უდიდესი ნაკრები, რაც კი შემხვედრია. ყველაფერი კარგად ორგანიზებული და დალაგებულია. ნაკრების დასაწყისში მოცემულია სია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ სასურველ თემაზე გადასვლა. და რაც მთავარია, პერიოდულად ემატება ახალი რესურსები.

The Ultimate Collection Of 1000+ Free Mockup Templates PSD Designs

უფასო მოქაპები Freebiesbug-ზე:

Free PSD Mockups

28 უფასო მოქაპი:

28 Useful Free Photoshop PSD Mockups for Designers

50 უფასო მოქაპი

50 FREE PSD Mock-ups to present your Print Designs

წიგნებისა და სხვა ბეჭდური დიზაინის მოქაპები

Free Book PSD Mockups

130-ზე მეტი მოქაპი

130+ Best Free PSD Files for Download

გამოიყენეთ ეს რესურსები, რომ თქვენი პროექტები, პრეზენტაციები თუ პორთფოლიო უფრო ეფექტურად გამოიყურებოდეს.

კომენტარები