საზედაო ასო და ჩანერგილი სტილები

პუბლიკაციაში აბზაცის დასაწყისი სხვადასხვა სახით შეგვიძლია გავაფორმოთ. ეს შესაძლებელია გაკეთდეს როგორც ხელით, ასევე ავტომატურად (სტილის სახით). სტილში ინტეგრირების საშუალებას იძლევა Drop Cap, Nested Styles და Nested Line Styles. ეს სამი ფინქცია გაერთიანებულია ერთ ფანჯარაში – Drop Cap and Nested Styles. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე აბზაცის სტილში ჩასმული.

იმისათვის რომ გამოიძახოთ ეს ფანჯარა, კურსორი მოათავსეთ სასურველ აბზაცში ან მონიშნეთ ტექსტის ნებისმიერი მონაკვეთი. მართვის პანელის მენიუში აირჩიეთ Drop Cap and Nested Styles ან ცხელი კლავიშების კომბინაცია Ctrl + Alt + R.


სურ. 1. მართვის პანელის მენიუ


სურ. 2. ფანჯარა Drop Caps and Nested Styles

მოცემული ფუნქციები, ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე.

აბზაცის სტილში გამოყენების დროს, უნდა გადახვიდეთ ჩანართზე Drop Caps and Nested Styles:


სურ. 3. Drop Caps and Nested Styles აბზაცის სტილის შექმნის დროს

Drop Cap – საზედაო ასოები

გამოიყენება აბზაცის დასაწყისის გასაფორმებლად. ტექსტის ხასიათის მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იყოს თავის, მოთხრობის მხოლოდ პირველი აბზაცის ან ყოველი მონაკვეთის პირველი აბზაცის გასაფორმებლად.


სურ. 4. Drop Cap-ის ფუნქციები

  1. Lines – ვუთითებთ რამდენი ხაზის სიმაღლე ეჭიროს ასოს;
  2. Character – ვუთითებთ, რამდენ ასო იყოს საზედაო;
  3. Character Style – ვუთითებთ სიმბოლოების სტილს.

ქვემოთ მოყვანილია საზედაო ასოების გამოყენების მაგალითები:


სურ. 4.1. საზედაო ასოს გამოყენება თავის პირველ აბზაცში


სურ. 4.2. საზედაო ასოს გამოყენება ყოველი აბზაცის დასაწყისსში


სურ. 4.3. საზედაო ასოს გამოყენება ჩამონათვალის შექმნისას

Nested Styles – ჩასმული სტილი

Drop Cap-ის ფუნქციისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ერთდოულად რამდენიმე სტილი. შექმნილი სტილები ფანჯარაში სიის სახითაა მოცემული. მათი პრიორიტეტი ნაწილდება ზემოდან ქვემოთ. პრიორიტეტის შეცვლა – ატანა და ჩამოტანა – შესაძლებელია მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული ორი ღილაკის საშუალებით.


სურ. 5. ჩასმული სტილის მართვა

  • სტილები ჩამონათვალი. თქვენ გაქვთ საშუალება შექმნათ ერთ სტილზე მეტი. ყველა სტილი აისახება ამ სიაში. სტილები მოქმედებს მხოლოდ სიმბოლოებზე და არა მთლიანად აბზაცებზე, ამიტომ აქ გამოიყენება სიმბოლოების სტილი (Character Style);
  • New Nested Style – ახალი სტილის დამატება;
  • Delete – სტილის წაშლა;
  • მოცემული ღილაკები გამოიყენება სტილების გადასაადგილებლად ზემოთ ან ქვემოთ (შესაბამისად პრიორიტეტის განსაზღვრა – ზემოთ განთავსებული სტილი გამოიყენება უფრო ადრე, ქვემოთ განთავსებულ სტილთან შედარებით).

ღილაკზე New Nested Style დაჭერის შემდეგ, სიაში ახალი სტილი დაემატება . თქვენ მხოლოდ უნდა მიუთითოთ ოთხი მახასიათებელი:


სურ. 6. ახალი სტილის დამატება

  • აირჩიოთ სიმბოლოს სასურველი სტილი;
  • მიუთითოთ სტილის გამოყენების მეთოდი: Through – ჩათვლით და Up to – მდე. მაგალითად სტილი გავრცელდეს წერილის ჩათვლით თუ წერტილამდე;
  • უთითებთ რაოდენობას, რამდენ ელემენტზე გავრცელდეს სიმბოლოს სტილი. ელემენტი შეიძლება იყოს სიტყვა, წინადადება, სასვენი ნიშანი და ა.შ.
  • უთითებთ რა ელემენტზე ვრცელდება მოცემული სტილი: სიტყვა, წინადადება, სასვენი ნიშანი და ა.შ.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს სტილები ყოველთვის აბზაცის დასაწყისზე ვრცელდება. თქვენ არ შეგიძლიათ ამ მეთოდით აბზაცის შუაში მიუთითოთ რომელიმე ელემენტს რაიმე კონკრეტული სტილი. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და მოსინჯეთ, რა ვარიანტებში შეიძლება ამ ფუნქციის გამოყენება. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული და გამზადებული სიმბოლოების სტილი (Character Style).


სურ. 6.1. Nested Style-ის გამოყენების მაგალითი

Nested Line Styles – სტრიქონის სტილი

ეს ფუნქცია იდენტურია Nested Style-ის, იმ განსხვავებით, რომ აქ თქვენ სტილს უთითებთ მთლიანად ხაზს – აბზაცის სტრიქონს.


სურ. 7. სტრიქონის სტილი

სტილის შექმნისას თქვენ აყენებთ მხოლოდ ორ მახასიათებელს: სიმბოლოის სტილი (Character Style) და სტრიქონების რაოდენობას (რამდენ სტრიქონზე უნდა გავრცელდეს არჩეული სტილი). სპეციფიკა ისეთია, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ბოქსის სიგანე (გაიზარდოს ან შემცირდეს), Nested Style-ის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მითითებულ სტრიქონზე. ქვემოთ მოცემულია მაგალითი, რომელზეც გამოსახულია ერთი და იგივე ტექსტი, ბოქსის სხვადასხვა ზომით და Nested Style-ის გამოყენებით:


სურ. 7.1. Nested Line Styles-ის გამოყენება

კომენტარები