Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-social.php on line 9

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-twitter.php on line 10

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-facebook.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-info-box.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-column.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-default.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-grid.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-list.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-slider.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/widget-posts-thumbnail.php on line 17

Deprecated: Function create_function() is deprecated in /home/giokev/indesigncookie.com/wp-content/themes/brickyard-premium/functions/fe/wp-tab-widget/wp-tab-widget.php on line 983
ობიექტების წრეზე განლაგება – InDesign Cookie

ობიექტების წრეზე განლაგება

მუშაობის პროცესში სხვადასხვა სახის ამოცანების გადაჭრა გვიწევს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი მინდა განვიხილო და გასწავლოთ. კერძოდ კი ობიექტების წრეზე სიმეტრიულად განლაგებაა. დამერწმუნეთ ამაში რთული არაფერია. ყოველი თქვენგანი ამას პირველივე ცდაზე მოერევა.

ინდიზაინში ობიექტების წრეზე განლაგება

ნაბიჯი 1

დოკუმენტში სახაზავებიდან გამოიტანეთ ორი მიმმართველი: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. მათი გადაკვეთის წერტილი იქნება ბრუნვის წერტილი ანუ წარმოსახვითი წრის ცენტრი:

cross-guides

ნაბიჯი 2

შექმენით ნებისმიერი ფორმის გეომეტრიული ფიგურა და განათავსეთ ის ჰორიზონტალური ხაზის ზემოთ, ვერტიკალურ ხაზზე, ისე, რომ ობიექტის ცენტრი ხაზზე იყოს განთავსებული. შემდეგ აირჩიეთ ინსტრუმენტი Rotate (R) და დასვით შემობრუნების წერტილი ხაზების გადაკვეთაზე:

st2-object-position

ნაბიჯი 3

ამის შემდეგ გამოიძახეთ ტრანსფორმაციის ფუნქცია Rotate: Object -> Transform -> Rotate. მიუთითეთ შემობრუნების სასურველი კუთხე, მაგალითად 30°, თუმცა შეგიძლიათ ჩაწეროთ ასეც: 360/12 ან 360/45. შედეგს თვითონ პროგრამა გამოიანგარიშებს.

st3-object-position

დააწექით ღილაკს Copy. დაინახავთ, რომ ობიექტის ასლი წაინაცვლა გარკვეული კუთხით (უფრო ზუსტად კი 30°). ამის შემდეგ დააწექით OK-ს.
შემდეგ უნდა გაიმეოროთ ტრანსფორმაცია ბოლო შექმნილი ობიექტისთვის: Object -> Transform Again -> Transform Again. გაიმეორეთ იმდენჯერ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

around-object

ილუსტრატორში ობიექტების წრეზე განლაგება

ილუსტრატორში ობიექტების განლაგება წრეზე შესაძლებელია ორი მეთოდით.

მეთოდი 1

პირველი მეთოდი ინდიზაინის მეთოდის მსგავსია, მცირედი ცვლილებებით.

როდესაც აირჩევთ შემობრუნების წერტილს (ობიექტის გარეთ) და გამოიძახებთ Rotate-ს (Object -> Transform -> Rotate…), შემობრუნების წერტილი ისევ ობიექტის ცენტრში დაბრუნდება. ამიტომ შემობრუნების წერტილის დასმისას დააჭირეთ და გეჭიროთ კლავიშა Alt-ზე. ამ დროს მოხდება Rotate ფანჯრის გამოძახება, სადაც სასურველ მახასიათებლებს მიუთითებთ (როგორც ინდიზაინში). ასევე უნდა გაიმეოროთ ტრანსფორმაცია ბოლოს შექმნილი ობიექტისთვის: Object -> Transform -> Transform Again (Ctrl + D). შედეგიც სახეზე იქნება.

მეთოდი 2

მეორე მეთოდში ობიექტების წრეზე განლაგებისათვის დაგვეხმარება ფუნქცია Blend. მეთოდის მინუსი ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ობიექტების განლაგების კუთხე, თუმცა შეგვიძლია ვაკონტროლოთ ობიექტების რაოდენობა.

ნაბიჯი 1

შექმენით ორი ობიექტი (მაგალითად წრე) და დააცილეთ ისინი ერთმანეთს. შემდეგ გამოიძახეთ Object -> Blend -> Blend Options… Spacing ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ Specified Steps და მიუთითეთ სასურველი რიცხვი, მაგალითად 8 და დააწექით OK.

m2-st1-blend

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ მიღებული რაოდენობა დაემატება უკვე არსებულ ორ ობიექტს ანუ ჯამში 10 ობიექტი გამოვა.

ნაბიჯი 2

მონიშნეთ შექმნილი ორივე ობიექტი და გამოიძახეთ Object -> Blend -> Make (Ctrl + Alt + B). მოხდება მითითებული 8 ობიექტის დამატება და ისინი ერთ ზოლში განლაგდებიან.

m2-st2-objects

ნაბიჯი 3

დახაზეთ სასურველი დიამეტრის წრე. მონიშნეთ ეს ობიექტები და გამოიძახეთ Object -> Blend -> Replace Spine. სწორხაზოვნად განლაგებული ობიექტები ამჯერად განლაგდებიან წრეზე, ოღონდ ბოლომდე მას არ ავსებენ.

m2-st3-around

ნაბიჯი 4

მონიშნეთ შექმნილი ობიექტი. აიღეთ ინსტრუმენტი მაკრატელი (Scissors Tool (C) და წრე გაჭერით ნებისმიერ ადგილას. მაშინვე ობიექტები გადანაწილდებიან თანაბრად და მიიღებთ წრეზე განლაგებულ ობიექტებს.

m2-st4-around

ქვემოთ იხილეთ ამ მეთოდის ამსახველი სრული პროცესი:

around-object-ai

კომენტარები